Bloomberg-მა საქართველო 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის დაასახელა
საქართველო Bloomberg-ის 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის მოხვდა. როგორც გამოცემა წერს, თბილისი ისტორიის განმავლობაში დაახლოებით 29-ჯერ დაანგრიეს და ხელახლა აღადგინეს.
„გასაკვირი არ არის, რომ მისი მტკიცე სულისა და კრეატიული ენერგიის გამო, თბილისს სულ უფრო ხშირად ადარებენ ბერლინს“, – წერს Bloomberg-ი.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც სპარსეთის იმპერიამ, ისე საბჭოთა კავშირმა. განსაკუთრებით არის ხაზგასმული ქართული სამზარეულო, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
Bloomberg-ი ყურადღებას ამახვილებს სასტუმროების ადგილობრივ ბრენდებზე.
გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველო ცნობილია ღვინის კულტურით.
„ღვინის კულტურის 8000-წლიანი ისტორია მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ სიურპრიზს შორის, რომელიც ისეთ ტურ ოპერატორებს იზიდავს, როგორებიცაა Wild Frontiers-ი და Butterfield & Robinsoni-ი“, – წერს Bloomberg-ი.
სტატიის ავტორები ტურისტებს ურჩევენ, საქართველო გაზაფხულზე (აპრილი-ივნისი) ან შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი) მოინახულონ.
ფოტო გარეკანზე: Robert Harding/Alamy