ბირმინგემში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ შვიდი დაიჭრა. მათგან ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება ბირმინგემის პოლიციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
ამასთან, სამართალდამცავების თქმით, მომხდარი ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. პოლიცია ერთ ეჭვმიტანილს ეძებეს.
ბირმინგემის ცენტრში რამდენიმე ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. მომხდარის შემდეგ ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩა პოლიციას გადაკეტილი აქვს.