ბირმინგემის აეროპორტში 12 000 ცხედარზე გათვლილი დროებითი მორგი მოაწყვეს
ბირმინგემის აეროპორტში 12 000 ცხედარზე გათვლილი დროებითი მორგი მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად დროებით მორგში 1500 ცხედრის გადასვენება იქნება შესაძლებელი, თუმცა მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, იგეგმება მისი გაფართოება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბირმინგემის ეროვნულ საგამოფენო ცენტრს და მანჩესტერის საკონფერენციო ცენტრს საველე ჰოსპიტლებად გადააკეთებენ.
ლონდონში „ექსელის“ ცენტრში საველე საავადმყოფო უკვე მოქმედებს.