ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით ველური ბუნების ეროვნული სააგენტო იმუშავებს
კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.
ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს მთავარი ფუნქცია, ბუნებაში აღწარმოების მიზნით, ადგილობრივი ფლორასა და ფაუნის მონიტორინგის გაწევა იქნება.
„ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიის ფარგლებში აქ დაფუძნდება „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
პროგრამის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვთ გამოვიდა.
ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველი კოლხური ხოხობი გაუშვეს.