„ბილდი“ - რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს
რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედია წერს, რომ ფრონტზე გამოჩნდა ჩინური ჯავშანმანქანა, ZFB‑05.
ამავდროულად, „ბილდ“-ის ექსპერტი ჯულიან როპკე ადასტურებს სურათების ავთენტურობას და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში ჩინური სამხედრო ტექნიკის გამოყენების პირველი მტკიცებულებაა.
„ჩინეთი უარყოფს ავტომანქანების მიწოდებას. თუმცა, არსებობს მრავალი აფრიკელი შუამავალი, რომელთა გამოყენებაც რუსეთს შეუძლია“, – წერს ჯულიან როპკე.