„ბილდი“ – რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს

15:08, 24.09.2024

რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ფრონტზე გამოჩნდა ჩინური ჯავშანმანქანა, ZFB‑05.

ამავდროულად, „ბილდ“-ის ექსპერტი ჯულიან როპკე ადასტურებს სურათების ავთენტურობას და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში ჩინური სამხედრო ტექნიკის გამოყენების პირველი მტკიცებულებაა.

„ჩინეთი უარყოფს ავტომანქანების მიწოდებას. თუმცა, არსებობს მრავალი აფრიკელი შუამავალი, რომელთა გამოყენებაც რუსეთს შეუძლია“, – წერს ჯულიან როპკე.

მსგავსი