მომღერალ გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.
მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.
გიო ხუციშვილს დღეს დაკრძალავენ.
მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.