მომღერალ გიო ხუციშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
მომღერალ გიო ხუციშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

მომღერალ და მსახიობ გიო ხუციშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, 15:00 საათზე დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი კი დღის 12:00 საათიდან ამაღლების ტაძარში გაიმართება.

​მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა.

გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.