პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.
შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 10:00 საათზე გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა საარჩევნო საკითხებს უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.