ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება

09:45, 01.11.2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.

შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 10:00 საათზე გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა საარჩევნო საკითხებს უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

მსგავსი