ბიძინა ივანიშვილი - სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო
ბიძინა ივანიშვილი - სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

„სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ ბატონი გოგის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძეს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.