ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი, ამისთვის გვჭირდება მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია
ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი, ამისთვის გვჭირდება მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია

ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. სწორედ ამისათვის გვჭირდება მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ მათ ყველა დანაშაულზე მოუწევთ პასუხისმგებლობა.

„არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, დაიღუპა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა ორი ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 26 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.