ბიძინა გეგიძე - ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს ააშენო სახლი ან სასტუმრო
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ვაკის პარკში შესაძლო 7 სართულიანი სასტმრო „ბუდაპეშტის” მშენებლობა.
გეგიძის თქმით, ფრაქციას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი სივრცეების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები, მომავალში ერთ სამართლებრივ სივრცეში მოექცევა და მსგავსი მშენებლობებისგან დაცული იქნება.
„ ბევრჯერ ვთქვი საჯარო სივრცეში, კომიტეტებშიც და დღესაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი. სპორტულ მოედანზე რატომ უნდა მოგინდეს, რომ ააშენო შენი კერძო სახლი “,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში რევიზია ვერ მოხდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.
„იქ იყო სამართლებრივი დავა სასამართლომ თუ ერთ-ერთი მხარის არგუმენტები მიიჩნია უფრო მყარად და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა კერძო ინვესტორს მისცა, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში რევიზიას ვერ დავიწყებთ”,- განცხადა ბიძინა გეგიძემ.