ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყო კომედიური შოუ, რომელის წამყვანად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის სამგანზომილებიანი გამოსახულება წაიყვანს – „ღამის შოუ ვლადიმირ პუტინთან ერთად“, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ მეორე არხის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„მსოფლიოში დათვებთან ბრძოლით განთქმულმა, ყველასათვის საყვარელმა ლიდერმა, მბრძანებელი ვლადიმერ პუტინი, როგორც იქნა მიაღწია საბოლოო მიზანს – ის „ბიბისი“-ს ეთერში ისაუბრებს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ „პუტინის პროგრამაში მონაწილეობა აღნიშნავს თავისუფალი სამყაროს ლიდერ ვლადის გამარჯვებას“.
პუტინის სამგანზომილებიანი გამოსახულება ინტერვიუს ჩაწერს სტუმრებთან და აუდიტორიის სტუმრებთან. ის გადასაღებ პავილიონში იმოძრავებს კიდეც. ვირტუალური პუტინის პირველი სტუმარი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მრჩეველი ალისტერ კემპბელი იქნება.