„ბიბისის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა
„კოვიდ-19“-ის წარმოშობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში, ხელისუფლებასთან რამდენიმეთვიანი მოლაპრაკების შემდეგ ჩავიდნენ. ათკაციანი ჯგუფის წევრები სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, ექიმებს და ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე მომუშავე პირებს გაესაუბრებიან, საიდანაც სავარაუდოდ, ვირუსი მთელ ჩინეთში, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოძიებას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაიწყებენ. სპეციალისტების ვიზიტი ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაურესების ფონზე დაიწყო. დღეს ჩინეთში 8 თვის შემდეგ პირველად „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენეტი გარდაიცვალა.