„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გამო ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას წყვეტს
„ბიბისის“ ინფორმაციით, ჩინეთი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გამო ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას წყვეტს

ჩინეთი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გამო ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას წყვეტს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ და აკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები ბრიტანეთში.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთსა და ბრიტანეთს შორის კვირაში რვა რეისი ხორციელდებოდა.

შეგახსენებთ, „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა გასული წლის დეკემბერში ჩინეთში დაფიქსირდა, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა.