„ბიბისის“ ცნობით, შუამავლები განაგრძობენ მუშაობას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის გასახანგრძლივებლად
„ბიბისის“ ინფორმაციით, შუამავლები განაგრძობენ მუშაობას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის გასახანგრძლივებლად, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები განახლდა.
აღნიშნულის შესახებ „ბიბისის“ პალესტინის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
პარალელურად, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ქალაქ რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს ექვსი პალესტინელი დაიღუპა.