„ბიბისის“ ცნობით, რუსეთი გეგმავს, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი აშშ-ში დაპატიმრებულ, რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტიში გაცვალოს
რუსეთი პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელ ბრიტნი გრაინერის გაცვლას, აშშ-ში დაპატიმრებული, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიში გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ასეთი გაცვლის პერსპექტივა „განმტკიცდა“. მისი თქმით, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ვიქტორ ბუტის სახელი, რომელსაც „სიკვდილით მოვაჭრითაც“ იცნობენ, გასაცვლელ პატიმართა სიაში ნამდვილად ფიგურირებს. რიაბკოვის თქმით, მათ „პოზიტიური შედეგის იმედი აქვთ“.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის შეერთებულ შტატებში დასაბრუნებლად, ვაშინგტონი მოლაპარაკებას უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს. რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.
აშშ-ში დაპატიმრებული რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი კი, რომელიც იარაღით ვაჭრობისთვის არის გასამართლებული, 25-წლიან სასჯელს იხდის.