„სიენენი“ - სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს, პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი და ჯაშუშობაში მხილებული პოლ უელანი წლის ბოლომდე გაცვალონ
„სიენენი“ - სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს, პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი და ჯაშუშობაში მხილებული პოლ უელანი წლის ბოლომდე გაცვალონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს, პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი და ჯაშუშობაში მხილებული პოლ უელანი წლის ბოლომდე ვიქტორ ბუტიში გაცვალონ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„შანსი ყოველთვის არსებობს. სამწუხაროდ, რამდენიმე სიტუაცია იყო ადრე, როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, თუმცა არ მოხდა. მინდა აღვნიშნო, რომ თუ ეს მოხდება, ეს ეჭვგარეშე იქნება პოზიტიური სიგნალი, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ყველაფერი უიმედო არ არის“, – განაცხადა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს ბრიტნი გრაინერისა და პოლ უელანის  აშშ-ში დაპატიმრებული რუსი ბიზნესმენის, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიში გაცვლა შესთავაზა, თუმცა რუსეთმა ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც მოითხოვა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული.