„ბიბისის“ ცნობით, „ჰამასი“ ისრაელის ქალაქ აშკელონის მცხოვრებლებს მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი
„ბიბისის“ ცნობით, „ჰამასი“ ისრაელის ქალაქ აშკელონის მცხოვრებლებს მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი

„ბიბისის“ ცნობით, „ჰამასი“ ისრაელის ქალაქ აშკელონის მცხოვრებლებს მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი. როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის საპასუხოდ აშკელონზე მიიტანენ იერიშს.

ტელეგრამარხებით გავრცელებულ მიმართვაში „ჰამასი“ აშკელონის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად ვადას ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე აძლევს.

ქალაქი აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შაბათიდან მოყოლებული 4 500 რაკეტა ისროლეს.