„ბიბისი“ - მამაკაცი, რომელიც უტრეხტში მოქალაქეებს თავს დაესხა, ჩეჩნეთში იბრძოდა
ტელეკომპანია „ბიბისის“ ინფორმაციით, უტრეხტში თავდასხმის შემსრულებელი ჩეჩნეთში იბრძოდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილობრივმა ბიზნესმენმა უთხრა.
მისივე თქმით, თავდამსხმელი პოლიციას ადრე ჰყავდა დაკავებული, რადგან ის სავარაუდოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში თავდასხმა დღეს დილით მოხდა. ტრამვაიში სროლის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ცხრა ადამიანი.
ბოროტმოქმედს, რომელიც წარმოშობით თურქია, პოლიცია ამ დრომდე ეძებს. თავდასხმის შემდეგ უტრეხტში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ნიდერლანდების მთელ ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.