ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ უტრეხტში თავდასხმის მოტივი უცნობია
ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ უტრეხტში თავდასხმის მოტივი უცნობია

უტრეხტში ტრამვაიში მამაკაცის მიერ ცეცხლის გახსნის მოტივი უცნობია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ინციდენტის გარშემო კვლავ ბევრი კითხვა რჩება. თავდასხმის ორგანიზატორის მოტივები უცნობია“, -აღნიშნა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერის თქმით, 19 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.

უტრეხტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ტრამვაიში ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელი, თურქეთში დაბადებული 37 წლის მამაკაცი მოგვიანებით დააკავა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც უტრეხტში მოქალაქეებს თავს დაესხა, ჩეჩნეთში იბრძოდა.