„ბიბისი“ - უგანდაში რადიკალური ისლამისტური ძალების სკოლაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა და რვა კრიტიკულ მდგომარეობაშია
უგანდაში რადიკალური ისლამისტური ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა და რვა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე საშუალო სკოლაში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა განახორციელა „მოკავშირე დემოკრატიულმა ძალებმა“, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან არის აფილირებული.
შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ამ დრომდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე პირი. არსებობს ეჭვი, რომ მოსწავლეთა ნაწილი გაიტაცეს.