„ბიბისი“ - თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს
„ბიბისი“ - თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს

თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს. ინფორმაციას „ბიბისი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიას უცხადებენ, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ინარჩუნებს კონტაქტს ისრაელის ხელისუფლებასთან.

დაღუპული ამერიკელების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.