შვეიცარია რუსეთს სანქციებს ამ ეტაპზე არ უწესებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნის მთავრობას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება დაგმო და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანა უზრუნველყოფს იმას, რომ შვეიცარია არ იქნას გამოყენებული როგორც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების პლატფორმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი შვეიცარიის მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- კონსორციუმის შტაბბინა სწორედ შვეიცარიაში მდებარეობს. აქვეა რუსული კომპანია „გაზპრომის“ ერთ-ერთი საკვანძო წარმომადგენლობა.
შვეიცარიას რუსეთისთვის სანქციები არც 2014 წელს ყირიმის ანექსიისას დაუწესებია.