„ბიბისი“ - საბერძნეთის კურორტ ლუტრაკში ტყის ხანძრის გამო, საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო
საბერძნეთის კურორტ ლუტრაკში ტყის ხანძრის გამო, საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. საკურორტო ქალაქი ათენიდან 81 კილომეტრში მდებარეობს.
როგორც ქალაქის მერი ამბობს, ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
ბერძნული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძარია ასევე ქალაქ კოუვარასთან.
ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს ასევე მოუწოდეს ევაკუაციისკენ.
ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია 50 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა, ასევე ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენები. ბერძენ მეხანძრეებს ეხმარებიან რუმინელი კოლეგებიც.
ცნობისთვის, გასულ კვირას საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც აკროპოლისი დამთვალიერებლებისთვის დროებით დახურეს.