„ბიბისი“ - რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა
რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ყაზანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლენინის ბაღში დანგრეული უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს.
ტომსკში ადგილობრივებმა მოაწყვეს უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგვარი მემორიალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის იმ რაიონებში, სადაც შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო აქციები, პოლიციაა მობილიზებული.
ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავდა. პიკეტის მონაწილე დააკავეს ვლადივოსტოკშიც. მას ხელში ეკავა პლაკატი – „არ იომოთ“. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე აქტივისტი პოლიციის განყოფილებიდან უკვე გაათავისუფლეს.