„ბიბისი“ - რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად მოვლენების ფაბრიკაციას გეგმავს
რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად მოვლენების ფაბრიკაციას გეგმავს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მათივე ცნობით, კერძოდ, რუსეთი აპირებს დაადანაშაულოს უკრაინელი სამხედროები, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსა ან თავად რუსეთზე თავდასხმაში. ასეთ გაფრთხილებას ამერიკელი მაღალჩინოსნები აკეთებენ. ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი აპირებს დადგას სცენარი და გადაიღოს ყალბი თავდასხმა, აფეთქების გრაფიკული გამოსახულებებით და მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.
როგორც „ბიბისი“ წერს, სავარაუდო ოპერაცია რუსეთის საიდუმლო სამსახურის მიერ არის დაგეგმილი და დონბასში სამოქალაქო მსხვერპლის ამსახველი ფოტოების ჩვენებას ისახავს მიზნად, რათა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ რისხვა გამოიწვიოს. ეს კი შემდგომ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას როგორც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამართლებად.
როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები იუწყებიან, ამ კადრებში ნაჩვენები იქნება ცხედრები და განადგურებული ადგილები, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა, თურქული დრონები და რუსულენოვანი მგლოვიარე მსახიობები.