„ბიბისი“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია მუნიციპალურ არჩევნებს ანკარასა და სტამბოლში აგებს
თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად თურქეთის მმართველი პარტია რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქში დამარცხდება.
ოპოზიციის გამარჯვებას ვარაუდობენ ანკარასა და სტამბოლში. ამის მიზეზად ანალიტიკოსების უმეტესობა თურქეთის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს ასახლებენ.
ხელისუფლებამ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ ტერორისტული ჯგუფები, კენჭისყრიდან მოიხსნებიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმას 57 მილიონი ამომრჩეველი მისცემს.