„ბიბისი“ - პარიზში აკრძალული მიტინგის დასაშლელად, რომელიც პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
პარიზში პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად აკრძალული მიტინგის დასაშლელად საფრანგეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პარიზის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი შეკრებები, „სავარაუდოდ, გამოიწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“, ამიტომ პარიზში მსგავსი დემონსტრაციის ჩატარება აიკრძალა.
აკრძალვის მიუხედავად, რამდენიმე ასეული პროპალესტინელი დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზის ცენტრში ცალკეულ ჯგუფებად. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „მკვლელი ისრაელი“ და „თანამზრახველი მაკრონი“, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო ისრაელზე თავდასხმა და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს.
ამ კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ მუსულმანურ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.
პარიზთან ერთად, ანტისემიტური განცხადებებისა და ძალადობის განდიდების რისკის გამო პალესტინელების მხარდამჭერი აქციები აკრძალა ბერლინის პოლიციამაც.