„ბიბისი" - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ამჯერად საფრთხეს წვიმა უქმნის
ხანძრის შედეგად დაზიანებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ამჯერად საფრთხეს მოსალოდნელი წვიმა უქმნის.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, დღეს საფრანგეთის დედაქალაქში უხვი ნალექი და მეხის ჩამოვარდნაა ნავარაუდევი.
საკათედრო ტაძრის სახურავის ნაწილი ხანძრის ჩაქრობის დროს წყლით გაიჟღინთა, ამიტომ წვიმის შემდეგ მისი ჩამონგრევის საფრთხე ჩნდება.
როგორც ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების ხელძღვანელმა, ფილიპ ვილნევმა განაცხადა, ახლა მთავარი პრიორიტეტი არის ტაძარზე ბრეზენტის ნაჭრის გადაფარება.
„ყველაფერი მზადაა და ალპინისტები სულ ცოტა ხანში დაიწყებენ სამუშაოებს“, – განაცხადა ვილნევმა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, გოთიკური ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.