კიევის ოლქში სულ 900 მოკლული ადამიანი იპოვეს, – „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს სულ უფრო მეტი ცხედრის აღმოჩენას დედაქალაქ კიევის ირგვლივ.
„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა.
ნებიტოვის თქმით, 350-ზე მეტი ცხედარი ნაპოვნია ბუჩაში. მისივე ინფორმაციით, ქალაქების, ბოროდიანკისა და მაკაროვის ნანგრევებისგან გათავისუფლება ისევ გრძელდება და დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ კიდევ იქნება დაღუპული ადამიანების ცხედრები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სამხედრო ფორმირებებთან. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება არ შეუძლია.