„ბიბისი“ - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა, დაჯგუფება 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს
„ბიბისი“ - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა, დაჯგუფება 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს

„ბიბისი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა.

როგორც „ბიბისისთან“ ანონიმური წყაროები აცხადებენ, „ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტთან მართავს შეხვედრას, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.