„ბიბისი“ - ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ნუსეირათის ბანაკში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
„ბიბისი“ - ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ნუსეირათის ბანაკში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში, პროვინცია დეირ-ელ-ბალაჰში გაშლილ ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირათში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ოპერაციის შედეგად ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ორ საავადმყოფოში – „ალ აქსასა“ და „ალ ავდაში“ ათობით დაშავებული შეიყვანეს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დროს 210 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვები არიან.

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, რომ მოხდეს ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული იერიშის განხილვა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.