„ბიბისი“ - ინდოეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სასაზღვრო ზონაში მომხდარი შეტაკება გააპროტესტეს
„ბიბისი“ - ინდოეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სასაზღვრო ზონაში მომხდარი შეტაკება გააპროტესტეს

ინდოეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სასაზღვრო ზონაში მომხდარი შეტაკება გააპროტესტეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებით, ჩინეთმა ინდოეთის ტერიტორიაზე კონსტრუქციის აღმართვა სცადა. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვონ ი კი ამბობს, რომ პირველი თავდასხმა ინდოეთის არმიის ჯარისკაცებმა განახორციელეს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თქვეს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება.

„ბიბისი“ წერს, რომ სასაზღვრო ზონაში მსხვერპლის გამომწვევი შეტაკება, რომელსაც სულ მცირე 20 ინდოელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ჩინეთის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ინდოეთში ამბობენ, რომ შეტაკების შედეგად სულ მცირე 40 ჩინელი სამხედრო დაიღუპა.

ინდოეთის და ჩინეთის სამხედროებს შორის შეტაკება მთიან ტერასაზე, გალვანის ველზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩართული ჩხუბის დროს, რამდენიმე ადამიანი ცემით მოკლეს, ზოგიერთი კი მდინარეში გადააგდეს.