„ბიბისი“ - იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებენ.
აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ გემს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს.