„ბიბისი“ - ჰანტერ ბაიდენის ყოფილი მეგობარი ქალი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ნარკოტიკს 20 წუთში ერთხელ მოიხმარდა
„ბიბისი“ - ჰანტერ ბაიდენის ყოფილი მეგობარი ქალი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ნარკოტიკს 20 წუთში ერთხელ მოიხმარდა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლისას მისმა ყოფილმა მეგობარმა ქალმა თქვა, რომ ჰანთერ ბაიდენი კოკაინს 20 წუთში ერთხელ მოიხმარდა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის სასამართლო დელავერის შტატში იმართება. ბრალდება ეხება ჰანთერ ბაიდენის მიერ იარაღის იმ დროს შეძენას, როდესაც ის წამალდამოკიდებული იყო.

სასამართლოში გამოსვლისას ზოე კესტანმა თქვა, რომ ჰანთერ ბაიდენი, რომელიც ნიუ იორკში, „მამაკაცების კლუბში პრივატული ცეკვის დროს გაიცნო“, ძალიან ხშირად ყიდულობდა და მოიხმარდა ნარკოტიკებს.

ცნობისთვის, აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის შვილს სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ. ბრალდების მიხედვით, ჰანთერ ბაიდენმა 2018 წელს, იარაღის შეძენისას შესავსებად სავალდებულო ანკეტაში ცრუ ინფორმაცია დააფიქსირა და დაწერა, რომ წამალდამოკიდებული არ არის.

ჰანთერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და იარაღის შეძენისას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.