„ბიბისი“ - „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ანტისემიტური შემთხვევები სამჯერ გაიზარდა
„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ანტისემიტური შემთხვევები სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„საზოგადოების უსაფრთხოების ნდობის ორგანიზაციამ“ 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით სულ 89 ანტისემიტური შემთხვევა აღრიცხა, რაც სამჯერ აღემატება გასულ წელს ამავე პერიოდში მომხდარ ინციდენტებს.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია მსგავსი შემთხვევების გამო.