„ბიბისი“ – დონალდ ტრამპი არ აპირებს, ხელი მოაწეროს დიდი შვიდეულის ლიდერების ერთობლივ განცხადებას ირან-ისრაელის კონფლიქტის შესახებ

01:10, 17.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს, ხელი მოაწეროს დიდი შვიდეულის ლიდერების ერთობლივ განცხადებას ირან-ისრაელის კონფლიქტის შესახებ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, განცხადება შეიცავს მოწოდებებს დეესკალაციისკენ და ორივე მხარეს მოუწოდებს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.

თეთრმა სახლმა უარი თქვა ამ ინფორმაციის დადასტურებაზე, თუმცა განცხადებაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ვერ მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

მსგავსი