„ბიბისი“ - ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო პროგრამისთვის საჭირო 2 მილიარდი დოლარი კიბერთავდასხმების შედეგად მოიპარა
ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო პროგრამისთვის საჭირო 2 მილიარდი დოლარი კიბერთავდასხმების შედეგად მოიპარა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გაერო-ს მიერ შედგენილ ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც მედიამ მოიპოვა.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შედგენილი ანგარიშის თანახმად, თანხის მოსაპოვებლად ფხენიანის სამიზნე სხვადსხვა ფინანსური ინსტიტუტები და კრიპტოვალუტების ბირჟები იყო. გაერო-მ საერთო ჯამში 35 კიბერთავდასხმა შეისწავლა. ამასთან ერთად, გაერო-ს ექსპერტები ჩრდილოეთ კორეის ე.წ. „კიბერ მაინინგს“ იკვლევენ, რომლის საშუალებითაც ვირტუალური ვალუტის უცხოურ ფულში გადაკონვერტირება ხდებოდა.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ორ კვირაში ოთხი სარაკეტო ცდა ჩაატარა. კიმ ჩენ ინის განმარტებით, სარაკეტო ცდები სამხრეთი კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნების პასუხი იყო.
გაერო-ს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2006 წლის შემდეგ მოქმედებს. საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ფხენიანს ქვანახშირის, რკინის და ზღვის პროდუქტის ექსპორტს უკრძალავს.