„ბიბისი“ - ჩინეთში, სკოლასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად რვა მოსწავლე დაიღუპა
„ბიბისი“ - ჩინეთში, სკოლასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად რვა მოსწავლე დაიღუპა

ჩინეთში, სკოლასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად რვა მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ჰუბეის პროვინციაში, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მოხდა. დაღუპული მოზარდების ასაკი 6-დან 13 წლამდე მერყეობს.

უცნობია კონკრეტულად როგორ დაიღუპნენ სკოლის მოსწავლეები და რა იყო თავდასხმის მოტივი, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს.

ჩინეთში, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი თავდასხმები რამდენჯერმე მოხდა. გასული წლის აპრილში სკოლიდან სახლში დარუნების დროს ცხრა მოსწავლე სასიკვდილოდ დაჭრეს. თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, 28 წლის ზაო ზევეი იყო.