„ბიბისი“ - ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1 209-ით შეიცვალა და 3 869-მდე გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50 %-იანი ზრდაა.
ხელისუფლება განმარტავს, უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან დაემატა საავადმყოფოებს გარეთ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია, ასევე ზოგიერთი დაგვიანებული მონაცემი.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების შესახებ მონაცემები საჯაროდ ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ბიბისის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის 50%-ით გაზრდა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით ეჭვებს კიდევ უფრო გააძლიერებს.