„ბიბისი“ - ჩინეთი გმობს აშშ-ის ვეტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს
„ბიბისი“ - ჩინეთი გმობს აშშ-ის ვეტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს

ჩინეთი გმობს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე აშშ-ის ვეტოს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ ვეტოს გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

პეკინმა თქვა, რომ ამ ნაბიჯმა გაგზავნა „არასწორი გზავნილი“ და, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებას.

„ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მუდმივი პასიური თავიდან აცილება არაფრით განსხვავდება მწვანე შუქის ანთებისგან ხოცვა-ჟლეტის გასაგრძელებლად. კონფლიქტის გავრცელება იწვევს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციას, რაც აჩენს უფრო ფართო ომის რისკს”, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა გაერო-ში, ჟანგ ჯუნმა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ალჟირის მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს „საფრთხის წინაშე დააყენებს“.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, „რაფაჰზე“ იერიში 10 მარტს დაიწყება, თუ მანამდე „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ ყველა პირს არ გაათავისუფლებს.