„ბიბისი“ - ბრაზილიის პრეზიდენტმა ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები ჰოლოკოსტს შეადარა
ბრაზილიის პრეზოდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა და მათი ქმედება ჰოლოკოსტს შეადარა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„იმას, რაც ღაზის სექტორში პალესტინელ ხალხთან მიმართებაში ხდება, ისტორიულ მომენტებში, ფაქტობრივად, არ აქვს ანალოგი. თუმცა რეალურად არსებობს ამის ანალოგი, მაშინ როდესაც ჰიტლერმა გადაწყვიტა ებრაელების დახოცვა. ისრაელის სამხედრო კამპანია არის ომი კარგად მომზადებულ სამხედროებს, ქალებსა და ბავშვებს შორის”, – განაცხადა ლულამ.