„ბიბისი“ - აშშ-ში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, უმუშევრობის დონე 14,7 პროცენტამდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე აშშ-ში 14,7 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 4.4 პროცენტი იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში უმუშევრობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი ბოლოს 1982 წელს იყო – დაახლოებით 10.8 პროცენტი.