„ბიბისი“ - აშშ-ში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, უმუშევრობის დონე 14,7 პროცენტამდე გაიზარდა
„ბიბისი“ - აშშ-ში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, უმუშევრობის დონე 14,7 პროცენტამდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრილში სამსახური 20-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე აშშ-ში 14,7 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 4.4  პროცენტი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში უმუშევრობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი ბოლოს 1982 წელს იყო – დაახლოებით 10.8 პროცენტი.