„ბიბისი“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირაში ტაივანის ლიდერს შეხვდება
„ბიბისი“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირაში ტაივანის ლიდერს შეხვდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირას კალიფორნიაში შეხვდება ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს, ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტაივანის ლიდერი აშშ-ში ცენტრალური ამერიკის რეგიონში კუნძულის მოკავშირეებთან ვიზიტის შემდეგ, ოთხშაბათს დაბრუნდება. მაკარტი ტაივანის ლიდერთან ორმხრივ შეხვედრას ლოს ანჯელესთან, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართავს.

გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ცაი ინ-ვენსა და კევინ მაკარტის შორის შეხვედრას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. უწყებაში განაცხადეს, რომ პეკინი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ტაივანს შორის ნებისმიერი ფორმის ოფიციალურ ურთიერთობებს.

გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა რეგიონში ვითარება გაამწვავა, რასაც ჩინეთის მხრიდან ტაივანის სრუტეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მოჰყვა.