„ბიბისი“ - აშშ-ის, უკრაინის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებები ოვალურ კაბინეტში გაგრძელდა
აშშ-ის, უკრაინის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებები ოვალურ კაბინეტში გაგრძელდა. ამის შესახებ „ბიბისის“ წყარომ განუცხადა.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები არ ტოვებდნენ თეთრ სახლს და ტრამპთან მოლაპარაკებები სხვა ფორმატში გაგრძელდებოდა.
ასევე, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა შეხვედრა შეაჩერა, რათა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გაემართა, რის შემდგაც მოლაპარაკებები გაგრძელდა.
ამასთან, წყაროს თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.