მედიის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან
მედიის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ, დასრულდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, შეხვედრის დასრულების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ დელეგაციაში არსებულმა წყაროებმა დაუდასტურეს.

ამასთან, „ბიბისი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სხვა ფორმატში.

წყაროს თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში რჩებიან ევროპელი ლიდერებიც და აგრძელებენ მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, სხვა ფორმატში.