„სქაი ნიუსი“ – დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა შეწყვიტა, რათა ვლადიმერ პუტინთან დაერეკა

00:49, 19.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა შეწყვიტა, რათა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაერეკა, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

როგორც „სქაი ნიუსი“ აღნიშნავს, თეთრ სახლში შეხვედრა სატელეფონო ზარის შემდეგ გაგრძელდება.

თეთრ სახლში, გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

მსგავსი